მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, გენერალური პროკურორის მიმართ საინტერესო კითხვები არსებობს, ვინაიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით საკმაოდ ინტენსიური პროცესები მიმდინარეობს.
"ამიტომ თუ გენერალური პროკურორი პარლამენტში მოვა, რა თქმა უნდა, კითხვები ჩვენც გვექნება", - აღნიშნა დეპუტატმა.
მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა საპარლამენტო უმცირესობამ დღეს ითხოვა.
როგორც ბიუროს სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის გუშინდელმა ბრიფინგმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩია.
შესაბამისად, დეპუტატმა ითხოვა, მიმდინარე კვირის განმავლობაში მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.