უმცირესობა არჩილ კბილაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს

უმცირესობა არჩილ კბილაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მისვლას ითხოვს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა , გიორგი თევდორაძემ განაცხადა, ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის გუშინდელმა ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩია. 

შესაბამისად, დეპუტატმა ითხოვა, მიმდინარე კვირის განმავლობაში მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობას საკითხის რეგლამენტის გათვალისწინებით დასმა სთხოვა.