ბიძინა ივანიშვილი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.

"ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს! მინდა შევუერთდე ამ დიდ დღესასწაულს და გავიზიარო ეს სიხარული. საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, რომელიც სამშობლოა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. ყველას გილოცავთ რამაზანს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.