თბილისის მერია:  შპს

თბილისის მერია: შპს "ბიდი ფროფერთის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

ასათიანის ქუჩაზე ხეების მოჭრის გამო, შპს "ბიდი ფროფერთის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღავნელმა ზვიად კერვალიშვილმა განუცხადა. 

კერვალიშვილის თქმით, ასათიანის ქუჩაზე, ჯამში 47 ხე მოიჭრა, აქედან 27 ხის მოჭრის ნებართვა კომპანიას არ ჰქონდა. დარღვევისთვის კომპანია ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია 500 ლარით. გარდა ამისა, "ბიდი ფროფერთის" მოუწევს გარემოსთვის მიყენებული 4000 ლარზე მეტი ზარალის ანაზღაურება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, როგორც ზედამხედველობის სამსახურის იურისტები განმარტავენ, კანონით დადგენილი წესით, გარემოსთვის 1000 ლარზე მეტის ზარალის მიყენება, სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ ზარალი გაცილებით მეტია, საქმე გამოსაძიებლად შსს-ს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, ხეების მოჭრის პროცესი შეჩერებულია და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშორმლები ტერიტორიაზე აგრძელებენ დაკვირვებას, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.