სოზარ სუბარი:  პრეზიდენტის მიერ წელს შეწყალებული პატიმრების 4% საპატიმროებში დაბრუნდა

სოზარ სუბარი: პრეზიდენტის მიერ წელს შეწყალებული პატიმრების 4% საპატიმროებში დაბრუნდა

პრეზიდენტის მიერ წელს შეწყალებული პატიმრების 4% უკან საპატიმროებში დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ამინისტიისა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პატიმართა უკან საპატიმროში დაბრუნების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

"დანაშაული ხდებოდა ყოველთვის. რატომღაც ასეთი ტენდენცია შეინიშნება ბოლო პერიოდში, რომ თუკი რაიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ხდება, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მაშინვე ხდება აპელირება, თითქოს ეს ამინისტირებულმა პატიმრებმა ჩაიდინეს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. ზოგადად, პრეზიდენტის მიერ წელს შეწყალებული პატიმრების დაახლოებით 4% უკან დაბრუნდა, მაშინ როცა ამნისტიითა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. კერძოდ, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულების 2%-ზე ნაკლები, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლებულების 1,5% უკან საპატიმროში დაბრუნდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა