საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამის შესახებ წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის - "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" პრეზენტაციის მიმდინარეობისას განაცხადა.
"არჩილ კბილაშვილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა წულუკიანმა.