,,მაგთიკომი’’ ინტერნეტ ტელევიზიის ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

,,მაგთიკომი’’ ინტერნეტ ტელევიზიის ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

,,მაგთიკომი’’ ინტერნეტ ტელევიზიის ქართულ ბაზარზე ლიდერობას აპირებს. როგორც კომპანიაში რადიო ,,კომერსანტთან’’ აცხადებენ, სხვა კომპანიებთან შედარებით ,,მათიკომის’’ უპირატესობა მთელი საქართველოს დაფარვის ზონა იქნება.

მათი თქმით, ამ ეტაპზე ,,სილქნეტის’’ შემდეგ ყველაზე მეტი აბონენტი ,,მაგთისატს’’ ყავს, რომლის ქსელში 70 ათას აბონენტზე მეტია ჩართული, საიდანაც ყველაზე აქტიური მომხმარებლის რიცხვმა 60 ათასი შეადგინა. ,,მაგთის’’ შემდეგ ბაზარზე აბონენტთა რაოდენობის მიხედვით ,,სუპერტივი’’ 33 ათასით, ,,კავკასუს ონლაინი’’ 16 ათასით და ,,გლობალი’’ 11 ათასი აბონენტით არიან.

ინფორმაციისთვის: ,,მაგთისატი’’ ბაზარზე 2012 წლის იანვრიდან გამოჩნდა და მისი დაფარვის ზონა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. ,,მაგთისატი’’ მომხმარებელს მომსახურეობის პაკეტის გათვალისწინებით 106 ქართულ და უცხოურ არხს სთავაზობს.