ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ის იმყოფებოდა აჭარაში. ამასთან სამინისტრომ გუშინ 6-თვიანი მუშაობის შედეგებიც შეაჯამა.

"მე ვიყავი ჩასული აჭარაში მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, ჩავიყვანეთ დამატებითი ძალები აჭარაში, ვინაიდან ტურისტების რაოდენობა არის გაორმაგებული და გასამმაგებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში მოხდა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებაც.

"შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი, დანაშაულმა იკლო 3 300 ერთეულით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაორმაგდა. აქვე მინდა შევეხო დიდი რაოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტს. ასეთი ფაქტი არ მომხდარა რამდენიმე ათეული წელია, ეს არის საერთაშორისო დონის რეზონანსული საქმე", - განაცხადა მინისტრმა.