შტეფან ფულე დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

შტეფან ფულე დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე დღეს თბილისში ჩამოდის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

შტეფან ფულე, ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დღესვე იგეგმება შტეფან ფულეს შეხვედრა სააპრალამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან.

შტეფან ფულე თბილისიდან დღესვე, ერევანში გაემგზავრება. 11-12 ივლისს კი საქართველოში დაბრუნდება და ბათუმში საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. ამ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით- "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ".

აღნიშნული კონფერენცია ტრადიციულია და მეათეჯერ იმართება.