ირაკლი ღარიბაშვილი:  ბარბარე რაფალიანცის საქმის პროკურატურისთვის გადაცემის საჭიროება არ არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი: ბარბარე რაფალიანცის საქმის პროკურატურისთვის გადაცემის საჭიროება არ არსებობს

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა , მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, გამოძიება ჭიანურდება იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს გამოძიება ჩიხში იყო შესული.

"წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩიხში იქნა შეყვანილი და არ იყო დროულად გამოძიებული. ძალიან რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამას გამოძიებს. არავითარი საჭიროება იმისა, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს არ არსებობს," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბარბარე რაფალიანცი ოჯახი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს.