რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: მოკლული ბოევიკი სალიევი წვრთნას საქართველოში გადიოდა

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: მოკლული ბოევიკი სალიევი წვრთნას საქართველოში გადიოდა

ჩეჩნეთის მთებში განადგურებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი რუსტამ სალიევი დოკუ უმაროვთან დაახლოებული იყო და წვრთნას საქართველოში გადიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

„სალიევი დოკუ უმაროვთან დაახლოებული პირი იყო და 2008 - 2011 წლებში უმაროვის პირადი დაცვის ფუნქციასაც ასრულებდა", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.

მათივე ინფორმაციით, ის წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტულ ბანაკში გადიოდა.

„1999 - 2001 წლებში სალიევი სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბოევიკთა ბანაკში გადიოდა. სადაც ძირითადად ის ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებებს სწავლობდა", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.