ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლებას ბრიყვები ვგონივართ

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლებას ბრიყვები ვგონივართ

ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს არავითარი კავშირი არ აქვთ შურისძიების საფუძველზე რეპრესიებთან, სარწმუნო არ არის, - განცხადება ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა რადიოსადგურ „კომერსანტ ფმ"-თან საუბრისას გააკეთა.
ამას გარდა, ილვესი აცხადებს, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში ამჟამად აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და დასკვნებს აკეთებენ.

„აქვს ადგილი ხელისუფლების მიერ ყოფილ ოპონენტენზე შურისძიებას? ისინი საუბრობენ, რომ საუბარი მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე მიდის. თუმცა ეს რაღაც მაინცდამაინც კარგად მაინც ვერ გამოიყურება", - აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ამჟამად განვითარებული მოვლენები მას უკრაინაში ტიმოშენკოსთან დაკავშირებულ, ხოლო რუსეთში ხოდორკოვსკისთან დაკავშირებულ სიტუაციას აგონებს.

„საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ჩვენ კი გვეუბნება, რომ ის არავითარი კანდიდატი არ არის, იმიტომ, რომ დარეგისტრირება ვერ მოასწრო - ეტყობა ბრიყვები ვგონივართ, მაგრამ ჩვენ ბრიყვები არ ვართ", _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.