საქალაქო სასამართლო დათა ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს

საქალაქო სასამართლო დათა ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ძებნაში მყოფ დათა ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალი დაუსწრებლად დაუმძიმდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიების თანახმად, 2006 წელს ე.წ. შარდენის სუფრიდან სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.

გამოძიების მიხედვით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მომხდარის გამოძიება 2006 წელს სწორედ დათა ახალაიას დაავალა. ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უკვე დაუმძიმეს