კობა დავითაშვილმა პარლამენტს ჯანმრთელობის დაზღვევის ერთიანი ფონდის შექმნის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

კობა დავითაშვილმა პარლამენტს ჯანმრთელობის დაზღვევის ერთიანი ფონდის შექმნის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტს ჯანმრთელობის დაზღვევის ერთიანი ფონდის შექმნის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ფონდი სამედიცინო მომსახურების ერთადერთი შემსყიდველი იქნება. 

ამას "ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ხვალ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

დეპუტატის განმარტებით, მის მიერ შემუშავებული პროექტი ჯანდაცვის დაფინანსების არსებული სისტემის რეფორმას წარმოდგენს.

"ერთიანი ფონდი კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩანაცვლებით სადაზღვევო პაკეტის შესყიდვის ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებს. მოსახლეობისთვის ერთადერთი სამედიცინო მომსახურების პაკეტის არსებობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სამართლიანობას. კონკურენციის ნაკლებობა გააუმჯობესებს ადმინისტრირების ეფექტურობასაც", - აღნიშნავს ინიციატივის ავტორი, პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.