პრეზიდენტი ეჭვობს, რომ საქართველომ შესაძლოა რეგიონში მისი მთავარი ფუნქცია დაკარგოს

პრეზიდენტი ეჭვობს, რომ საქართველომ შესაძლოა რეგიონში მისი მთავარი ფუნქცია დაკარგოს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეჭვობს, რომ საქართველომ შესაძლოა რეგიონში მისი მთავარი ფუნქცია დაკარგოს.

"გუშინ მოვინახულე თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პროცესი და მიხარია, რომ მშენებლობის რაღაც ნაწილი მაინც მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარეობს იმის გამო, რომ ესაა აზერბაიჯანული და არა ქართული ფული. მშენებლობა წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს ეს პროცესი ორი წლით გადაიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საფრთხის წინაშე, დაკარგოს მთავარი ფუნქცია – ესაა რეგიონის ცენტრის ფუნქცია. ამ რკინიგზის, ასევე ლაზიკის პორტის მშენებლობის წელს დამთავრება ნიშნავდა იმას, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის და ნატოს ოპერაციის გამოყვანის მთავარი ტვირთბრუნვა წამოვიდოდა საქართველოზე. ის შანსი, რამაც თავის დროზე ააშენა სინგაპური, რამაც თავის დროზე ააშენა, სხვათა შორის, ფოთის პორტიც, რამაც ააშენა ძალიან ბევრი წარმატებული ქალაქი და ქვეყანა მსოფლიოში, პრაქტიკულად ჩვენივე შეგნებული პოლიტიკით ან თუნდაც ვიღაცის ჯიბრზე გავუშვით ხელიდან. არამგონია, რომ ეს იყოს სწორი მიდგომა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრაზე. 

მისივე შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ნატოს რუკაზე მყარად "დავჯექით". "მივაღწიეთ იმას, რომ ევროკავშირი განგვიხილავს თავისი სფეროს მნიშვნელოვან ნაწილად. ახლა ამ გზიდან გადახვევის დრო არ არის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.