მე თქვენგან

მე თქვენგან "საჩუქებელი" ქალბატონო თინათინ არაფერი მჭირს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს პასუხობს. "მე თქვენგან "საჩუქებელი" ქალბატონო თინათინ არაფერი მჭირს, ჩემთვის ნათელია რატომ ემთხვევა თქვენი და ნაც.სექტის ლიდერთა განცხადებები ერთი ერთზე ერთმანეთს, გამბედავები ეს თქვენ ხართ მე ლაჩარი, პარტია რომლის რეიტინგი ნოლია, ნუ აზიზღებთ საზოგადოებას თავს, ნუ შეგყავთ პრემიერი შეცდომაში"- წერს ბედუკაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი "პირველ რადიოსთან" საუბრისას დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

" ადამიანები რომლებიც ეჭვმიტანილები ან ბრალდებულნი არიან წამების დანაშაულში, უმძიმეს უსასტიკეს ფორმებზეა აქ საუბარი, არ შეიძლება მათ თავისუფლება აჩუქო, ეს აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით რომლის მონაწილეც არის საქართველოს სახელმწიფო" განაცხადა თინა ხიდაშელმა