საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევა

საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევა

საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო სექტემბერში პარლამენტში ახალი კანონპროექტით აპირებს შესვლას. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტი, ისეთი, რომელიც დღეს არსებობს, კანონით არის უზრუნველყოფილი.

"ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ კანონის ცვლილებაზე იმისთვის, რომ პროკურორებმა შეძლონ ეს ინსტიტუტი ყველა საქმეზე და ყველა კატეგორიის დანაშაულზე კი არ გამოიყენონ, არამედ იქ, სადაც ეს იქნება საჭირო. კერძოდ, ეს ინსტიტუტი საჭიროა მაშინ, როდესაც მიზნად ვისახავთ, სასამართლო არ გადაიტვირთოს ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეებით და თუკი ბრალდებული თანახმაა, რომ პროკურორთან წავიდეს მოლაპარაკებაზე მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე",-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც დაესწრნენ თუ როგორ ხდება პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებები.

"ჩვენ სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ ახალი კანონპროექტით შევიდეთ პარლამენტში. ეს თავისთავად გამოიწვევს გაკეთილშობილებას იმ საპროკურორო პრაქტიკის, რაც დღეს არსებობს", - განაცხადა წულუკიანმა.