ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოს ციხეებში ერთობლივი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოს ციხეებში ერთობლივი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოს ციხეებში ერთობლივი პროგრამის განხორციელებას იწყებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ხვალ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", ევროპის საბჭო ევროკავშირის მხადაჭერით იწყებს ერთობლივი პროგრამის განხორციელებას "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში". პროგრამის მიზანია თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ღონისძიებას გასხნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონიეზე, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი სამართლისა და კონსტიტუციური რეფორმის საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.