საქართველოში პირველი ორგანიზებული ინდუსტრიული ზონა იქმნება

საქართველოში პირველი ორგანიზებული ინდუსტრიული ზონა იქმნება

საქართველოში პირველი ორგანიზებული ინდუსტრიული ზონა იქმნება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გვაცნობა, საუბარია ხელვაჩაურის რაიონში არა წინა მთავრობის მიერ ინიცირებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე, არამედ ორგანიზებულ ზონაზე.

ბესიკ ბოლქვაძის თქმით, ორგანიზებული ინდუსტრიული ზონა გულისხმობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც ინვესტორს დააინტერესებს.

მისივე თქმით, თავისუფალი ზონისგან განსხვავებით, ორგანიზებულ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტორებზე საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება. ამ ეტაპზე პროექტი განხილვის სტადიაზეა და მუშაობა ფინანსების მოძიებაზე მიმდინარეობს. პროექტი 2014 წლისთვის უნდა განხორციელდეს.