ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორი იმედით უყურებდნენ პატიმრები ბედუკაძეს

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორი იმედით უყურებდნენ პატიმრები ბედუკაძეს

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობაზე საუბრის უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ აქვთ. ბრეგაძის განცხადებით, სწორედ ისინი არიან პატიმართა წამებისა და ამ რეჟიმის შემქმნელები და სწორედ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მისი თქმით, ციხის სკანდალური კადრების ავტორზე საუბარი ოპოზიციის წევრების მხრიდან ამორალურია.

„ამ დღესაც მოვესწარით, აკო მინაშვილი გამოდის და ხმამაღლა გაყვირის ადამიანების მწამებელი პირები რატომ არ ისჯებიანო და ხელს ბედუკაძისკენ იშვერს. საზოგადოება და ხელისუფლება ამას ისმენს და ისე იღებს თითქოს მინაშვილს ქონდეს ამის თქმის რაიმე უფლება.

დიახ, ვეთანხმები ბატონ ივანიშვილს, რომ ადამიანთა მწამებლები უნდა დაისაჯონ სასწრაფოდ, მაგრამ უნდა დაისაჯოს სისტემის შემქმნელი და ბრძანების გამცემი მიხეილ სააკაშვილი, აკო მინაშვილი, გივი თარგამაძე, პეტრე ცისკარიშვილი და სხვა ავაზაკები. ისე არ უნდა მოხდეს, რომ „ნაცების“ დამარცხების ერთ-ერთი შემოქმედი ლადო ბედუკაძე დაისაჯოს და აკო მინაშვილი პარლამენტში იჯდეს, როგორც დეპუტატი და როგორც საპარლამენტო ოპოზიცია.

ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორი იმედით უყურებდნენ ბედუკაძეს პატიმრები, რადგან ის იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელს იმ სისტემაში, (ცალკე რას აკეთებდა ეგ არ ვიცი) თუმცა, გინდაც ესე არ ყოფილიყო – სრული აბსურდია და ამაზრზენი სანახაობაა, როდესაც „ნაცები“, მათი ლიდერები, ის ხალხი, რომელმაც ყველაფერი იცოდნენ ადამიანთა წამებების შესახებ ციხეში, რომლებსაც უშუალოდ ჩემმა ოჯახმა შეატყობინა, რომ ციხეებში გვაწამებდნენ, რომლებიც თავად ხელმძღვანელობდნენ ადამიანების წამებას, რომლებიც დამკვეთები იყვნენ პოლიტიკური მკვლელობებისა, დღეს გამოდიან და ბედუკაძის დაჭერას ითხოვენ. ჯერ დააპატიმრეთ ეს ჯალათი დეპუტატები, დააპატიმრეთ მათი პრეზიდენტი, აკრძალეთ „ნაცმოძრაობა“ და შემდეგ ისაუბრეთ ვინმეს ბრალეულობაზე. არა, ძმებო, ესე არ გამოვა, ბედუკაძე ციხეში და აკო მინაშვილი თუ გივი თარგამაძე პარლამენტში? ქართველ ხალხს ამისთვის არ უბრძოლია!“, – ნათქვამია სანდრო ბრეგაძის განცხადებაში.