კოტე კუბლაშვილი:  ბედუკაძის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება პირველ რიგში პროკურატურის ვალდებულება და უფლებამოსილებაა

კოტე კუბლაშვილი: ბედუკაძის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება პირველ რიგში პროკურატურის ვალდებულება და უფლებამოსილებაა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, პროკურატურის ვალდებულება და უფლებამოსილებაა, შემდეგ კი - სასამართლოს კომპეტენცია. 

მისივე თქმით, თავის დროზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში კანონიერად შევიდა და სასამართლომაც საკუთარი გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო. ამასთან, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა ხაზგასმით აღიშნა, რომ პირადად ბედუკაძის საქმის დეტალებს არ იცნობს.

"თუ ბედუკაძის საქმის გადახედვა გადაწყდება, ეს პროკურატურის ვალდებილება და უფლებამოსილებაა. პროკურატურის ვალდებულებაა, საქმეში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის საფუძვლებს უნდა ეყრდნობოდეს. მთავარ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში პირს ბრალი მოუხსნას. აღნიშნული საკითხი კანონში საკმაოდ გასაგებად, ნათლად წერია და რადგანაც სასამართლოში საქმე კანონიერად შევიდა, სასამართლომაც საკუთარი გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო. თუ საქმეში ცვლილებების შეტანის საკითხი სასამართლოში ისევ შემოვა, სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კანონიერია რამის შეცვლა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მირების პროცესში ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით და საქმეში წარმოდგეილი მტკიცებულებებით.

"თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, შეუძლია, აიღოს კოდექსი და შესაბამისი მუხლები ერთმანეთს შეადაროს",-აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით, პრემიერ-მინისტრმა ბიიძინა ივანიშვილმა მთავარ პროკურორს დღეს მიმართა.