მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესათან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი დაიკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პირების გარდა დაიკითხნენ მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლებიც.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად 8 თანამშრომელია გამოკითხული, ასევე გამოკითხულები არიან მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება აღნიშნულ საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც", - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხება საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას, გიორგობიანის ინფორმაციით, ის ხვალ გახდება ცნობილი.