უჩა ნანუაშვილი:  მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები ჩანს

უჩა ნანუაშვილი: მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები ჩანს

მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეიდან ომბუდსმენის აპარატმა გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმის შესწავლა დაიწყო.

"მას შემდეგ, რაც დეტალურად გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, გავაკეთებთ განცხადებას, თუმცა ამ ეტაპზე, შემიძლია იმის თქმა, რომ სერიოზული დარღვევებია საქმეში. ამიტომ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის უახლესი კვირის განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

როგორც მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ოჯახის წევრები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მამუკა მიქაუტაძეს თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოეკლა.