შტეფან ფულე საქართველოს ეწვევა

შტეფან ფულე საქართველოს ეწვევა

საქართველოს 11-12 ივლისს, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 11-12 ივლისს, ბათუმში დაგეგმილია შტეფან ფულეს ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები იგეგმება საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ამასთანავე, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაა - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ". 

ბათუმში, 11 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან, ბულგარელ კოლეგა კრისტიან ვიგენინთან; მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მიროსლავ ლაიჩაკს.