ამიტომ გადამიარეს! ამიტომ მაკადრეს! ამიტომ შეთითხნეს!

ამიტომ გადამიარეს! ამიტომ მაკადრეს! ამიტომ შეთითხნეს!

გუბაზ სანიკიძე დუმილს არღვევს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გაზეთ „ქრონიკასთან საუბარში აცხადებს რომ რასაც ახლა იტყვის არასდროს არ უთქმავს. „ ქუთაისი „ნაციონალებისთვის“ იყო პირდაპირი დარტყმა, ისინი ქუთაისის წაგებას არ აპირებდნენ.

მე არ გამიკეთებია აფიშირება, როგორი ბრძოლები იყო ქუთაისში. ქუთაისის - ეს იყო სტალინგრადის ბრძოლა, არჩევნებზე 22 კაცი დამიჭირეს, ჩვენს აქტივისტებზე ნადირობდნენ. ფრონტის ხაზი გადიოდა ქუთაისში, „ნაციონალებს“ თბილისი გამოტირებული ჰყავდათ, ქუთაისის არ უნდა წაეგოთ, ამიტომ გადამიარეს, ამიტომ მაკადრეს!! ამიტომ შეთითხნეს!! არ მესიმის თუ ბნელა?!. მაგრამ არ ვლაპარაკობ, არ ვჩანვარ, სახლში შემომივარდნენ, სახლში მისმენდნენ, ქურდებთან ურთიერთობა დამაბრალეს , მილიონერობა დამაბრალეს, ათასი სიბინძურე შემითითხნეს. ჩემს ქალაქს - ქუთაისს მინდა მადლობა გადავუხადო და მათთან ყოველთვის ვალში ვიქნები. ყველაფრის მიუხედავად, ქალაქი დადგა, როგორც სალი კლდე. თქვენ როგორ გგონიათ, იმ ქუთაისის მიმართ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობ, წამოწოლილი ვარ, ვიმალები? ვისაც არ ჩამოძინებია ცხვორებაში, იამნ იხითხითოს. ჩემი სურათით ამიტომ დარბოდა, რომ მის ნომერ პირველ მტრად ვითვლებოდი. რასაც ახლა გეტყვით, არასდროს მითქმავს, - სამი წლის წინათ უშიშროების საბჭოზე განიხილეს „ეროვნული ფორუმისა“ და გუბაზ სანიკიძის რეიტინგი, - რა ვუყოთ ამას, როგორ მოვერიოთო. ეს მაგათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ყველა სიბინძურე გამიკეთეს, სხვა კომპრომატი რომ ფქონოდათ ჩემზე, ხომ დადებდნენ?! ისე, მიშასთვის სჯობია მეძინოს, ვიდრე ფხიზლად ვიყო!!“