ლიკა ყაზბეგის მეუღლემ ყელი გამოიჭრა

ლიკა ყაზბეგის მეუღლემ ყელი გამოიჭრა

დიზაინერ ლიკა ყაზბეგის მეუღლემ, გიორგი ჯელაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ყელი გამოიჭრა. ამის შესახებ საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაზეთ "კვირის ქრონიკის" ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

"დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საქმე ისე არაა, როგორც უნდა იყოს... რაღაც აყროლდა სოზარ სუბარის უწყებაში! სანდო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ჯელაძე ("ჩუქჩა") მესამე თვეა, გაურკვეველი მიზეზით ციხის საავადმყოფოში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს ის ჯელაძეა, რომელმაც ლიკა ყაზბეგზე იქორწინა ციხეში. წყაროს ცნობით, მან ყელი გამოიჭრა მერვე დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან კონფლიქტის გამო. კონკრეტულად რა სახის კონფლიქტი იყო და რა დააშავა დირექტორის მოადგილემ, ამაზე ვერაფერს გვეუბნებიან", - წერს ჟურნალისტი.

"ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს" ხელმძღვანელმა გიორგი ჯელაძესთან ვალენტინობის დღესასწაულზე რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში მოაწერა ხელი. ლიკა და გიორგი ერთმანეთს წლების წინ იცნობდნენ. სანამ მათი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა, გიორგი დაიჭირეს. მან უკვე ექვსი წელი მოიხადა.