5 ელჩის საკითხი კვლავ ღიად არის დარჩენილი

5 ელჩის საკითხი კვლავ ღიად არის დარჩენილი

სამწუხაროდ ელჩების საკითხი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც დღემდე ბოლომდე ვერ გადაწყდა, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, დღემდე ღიად არის დარჩენილი ხუთი ელჩის დანიშვნის საკითხი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.

"გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომელიც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ძალზე მნიშვნელოვანია ელჩის ყოფნა ადგილზე", - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღემდე გაურკვეველია სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში, იმ წარდგინებებზე, რომელიც საგარეო უწყებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს მომავალში საღი აზრი და ლოგიკა გაიმარჯვებს და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.