ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია. ამ ინფორმაციას გაზეთი ასავალ-დასავალი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით მთავარ პროკურატურას დასრულებული აქვს გამოძიება და კონკრეტული დამნაშავის ბრალეულობა გამოკვეთილია.

ასავალ დასავალი ინფირმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს ,რომელიც ძალოვან უწყებასთან დაახლოებული პირია, რომ პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს საქმის გახსნილად გამოცხადებას. გაზეთის ინფორმაციით გამოძიების პროცესში უშუალოდ გამოიკვეთა სააკაშვილის მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ასავალ დასავალი წერს რომ ჟვანია და უსუპოვი საბურთალოს 53 უკვე გარდაცვლილები მიიყვანეს. ასევე ჟვანიას ცხედარი ტელევიზირის ყუთში იდო.

იმ პიროვნებათა შორის რომელმაც ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინა იყო გიორგი ბარამიძე. ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდნენ მერაბიშვილი და ახალაიაც.ასევე გამოცემა იუწყება რომ ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით და არსებობს ფარული ჩანაწერები სადაც ისმის სააკაშვილის ხმა-"ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ ისე გააკეთეთ"