მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობოები შსს-გან დროულ რეაგირებას ელოდებიან

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობოები შსს-გან დროულ რეაგირებას ელოდებიან

არასამთავრობო სექტორი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს "დროულ რეაგირებას" ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, არასამთავრობო სექტორის მოწოდების მიუხედავად იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა, არ მომხდარა.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს არავის უცნობებია", - აღნიშნა მშვენიერაძემ.

არასამთავრობო სექტორი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე დროულ რეაგირებას და იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც იგი დააკავა და დაკითხა.

როგორც მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ოჯახის წევრები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მამუკა მიქაუტაძეს თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოეკლა.