მტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

მტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

მდინარე მტკვარში 14 წლის ახალგაზრდა ნიკა გურგენიშვილი დაიხრჩო. შემთხვევა უფლისციხეში მოხდა. იგი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

მათი განმარტებით გარდაცვლილმა ცურვა არ იცოდა, მაგრამ მდინარეში მაინც შევიდა. მეგობრებმა ნიკა გურგენიშვილის გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

14 წლის ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.