გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის ჩვენება

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის ჩვენება

"ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი 36 წლის გარდაცვლილი მამაკაცის მამუკა მიქაუტაძის ჩვენებას:

"მოგახსენებთ, რომ გამომძიებლის მიერ სრულად განმემარტა, ჩემი, როგორც მოწმის უფლება–მოვალეობები, გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამარტლის პასუხისმგბლობის შესახებ. ვცხოვრობ ზ/ხსენებულ მისამართზე, ვარ ა/მანქანის ხელოსანი და დროდადროვარემონტებ სატვირთო ა/მანქანების ძრავებს. ვმუშაობ ქალაქ თბილისში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 22 და 23 ელ. ბოძებს შორის არსებულ ა/მანქანების სადგომზე, სადაც ვარეონტებ მანქანებს. საქმის შემდეგ მოგახსენებთ შემდეგს.

2013 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, როდესაც ვიმყოფებოდი ა/სადგომზე, მოვიდა ჩემი ნაცნობი გელა მანჯავიძე თავისი ა/მანქანით ოპელ–ვექტრა. მან მანქანა გააჩერა სადურის შესასვლელთთან და მანქანიდან გადმოუსვლელად, ფანჯრიდან დამიწყო მე საუბარი. მომიკითხა როგორ ვიყავი და ასევე მითხრა, რომ ტან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", რომელიც იმ მომენტში ეჭირა ხელში. კერძოდ, სიგარეტის კოლოფის ცელოფანში გახვეული პაკეტი, რომელშიც მისი გადმოცემით მოთავსებული იყო მარიხუანა. სწორედ ამ მომენტში, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად მოგვიახლოვდა რამდენიმე მამაკაცი, მათ გვითხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარმოგვიდგინეს საბუთები, ასევე გვკითხეს ჩვენი ვინაობები, თუმცა პოლიციის მოსვლის მომენტში გელამ იხელთა დრო და მანქანის მარჯვენა ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. პოლიციის თანამშრომლებმა გელას ეს ქმედება რა თქმა უნდა დაინახეს და ჰკითხეს, თუ რა გადააგდო მან ფანჯრიდან, რაზეც გელამ უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ხსენებული პაკეტი მას არ ეკუთვნოდა და ნამდვილად არ იცოდა, თუ რა იყო მასში მოთავსებული.

პოლიციის თანამშრომლებმა გელას მოთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და ჩვენ ორივეს ჩაგვიტარეს პირდი ჩხრეკა, ასევე გაჩხრიკეს მანქანაც და შეადგინეს შესაბამისი ოქმები. ხოლო გელას მიერ ფანჯრიდან გადაგდებული მცირე ზომის პაკეტი ჩვენი თანდასწრებით ქაღალდის კონვერტში მოათავსეს და დალუქეს. ხსენებული პაკეტი იყო ზუსტად ის, რაც მანამდე გელას ეჭირახელში და რომელიც შემდგომ მან გადააგდო ფანჯრიდან. ვინიდან მანამდე გელამ მანახა იგი. ხსენებული პაკეტი ეგდი მანქანის წინა მარჯვენა ფანჯრიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში, მიწის საფარზე. ჩხრეკის დასრულებისას მეც და გელაც პოლიციის თანამშრომლებმა წარგვადგინეს პოლიციის დაწესებულებაში.

დასმულ შეკიტხვაზე მოგახენებთ, რომ, როცა გელა მოვიდა ავტოსადგომზე, მასთან ერთად ავტომანქანაში იჯდნენ ჩემთვის უცნობი ორი ქალბატონი, რომელიც გელას გადმოცემიტ იყვნენ მისი მეზობლები, ხოლო პოლიციის მოსვლისას და ჩვენი ჩხრეკის მომენტში ხსენებული ქალბატონები გადმოვიდენ ავტომანქანიდან და წავიდნენ ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით.

დასმულ შეკითხვაზე მოგახსენებთ, რომ, როდესაც გელამ ფანჯრიდან გადააგდო ხსენებული პაკეტი, მისი მეზობლები ისხდნენ მანქანაში და ჩემთვის უცნობია მათ შეძლეს თუ არა პროცესის დანახვა.

ასევე დასმულ შეკითხვაზე მოგახსენებთ, რომ გელას მანამდე არასდროს არ მოუტანია ჩემტან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. თუმცა მან იცოდა, რომ მე დროდადრო მოვიხმარდი ხოლმე აღნიშნულს და ჩემი მოსაზრებით, სწორედ იმიტომ მოიტანა, რომ ჩემთვის მოეცა იგი.

დასმულ შეკიტხვაზე მოგახსენებთ, რომ მე დაახლოებით 10 დღის წინ მოვიხმარე მარიხუანა, რომელიც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელსაც მე ვარემონტებდი მომცა, მისი არც ვინაობა ვიცი და არც მისამართი. იგი ვნახე პირველად და მას შემდეგ აღარც მინახავს".

შეგახსენებთ, რომ მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს დაკითხეს, ხოლო 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. პირველი ვერსიის მიხედვით ოჯახის წევრები და ახლობლებლები ამტკიცებენ, რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა. როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, წინა დღეს მთავარ სამმართველოში მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

"როგორც ვიცი, ის სცემეს, იატაკზე დაგდებულს სცემეს და ხელი მოაწერინეს რაღაცას მეგობრის წინააღმდეგ. მერე დაურეკა ოჯახს და მეგობარს და უთხრა, თვითმკვლელობა ვცადე, წყალში შეცვურე, თუმცა, გადავრჩი, მაგრამ ახლა თოკი ვიყიდე და უნდა ჩამოვიხრჩო თავიო,"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.