ზურაბ ჯაფარიძე - საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის და ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქცია

ზურაბ ჯაფარიძე - საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის და ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქცია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის და ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქცია. ჯაფარიძემ გორში, პრაიმერის ფარგლებში გამართული დებატებისას ქალაქების გამსხვილებასა და გარდაუვალ ურბანიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენს ჯერ კიდევ მენტალობაში გვჯერა, რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა იმის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარაზე მეტი რეგიონებში ცხოვრობს. სინამდვილეში საქართველო არანაირი აგრარული ქვეყანა არ არის. საქართველო აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქცია. იმის გამო, რომ ვიყავით იმპერიის ნაწილი, ჩვენ განვითარების გარეშე დაგვტოვეს. საქართველოს აიძულებდნენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა ყოფილიყო. ჩვენ რომ ვყოფილიყავით თავისუფალი სამყაროს ნაწილი, დღეს შეიძლება განვითარებული გვქონოდა ეკონომიკის აბსოლუტურად განსხვავებული სფეროები. საქართველოს მომავალი, გვინდა ეს, თუ არ გვინდა, არის ურბანიზაცია. ჩვენთან მოხდება ქალაქების გამსხვილება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.