"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პარალელურად, გორში საპროტესტო აქცია გაიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის პარალელურად, გორში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადამიანთა ჯგუფი კინოთეატრის შენობასთან პლაკატებით მივიდა, რომელთა შენობაში შეტანის მცდელობა ჰქონდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

"ქუჩაში ვარ, გენაცვალე. სესხები გვაქვს ყველას. აი, ესენი რომ ჭამდნენ მაგის გამო. ესენი როგორ მოდიან აქ? ვის რაში სჭირდებიან? ჩვენ სუფთა მთავრობა ავირჩიეთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.