"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მეორე ტურშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის მეორე ტურშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

ამის შესახებ "პირWელს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე გავიდა, მესამეზე - ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე კი შოთა მალაშხია.

ცნობისთვის, ქუთაისში გამართულ პირველ ტურში ასევე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერის მეორე ტურში დღეს გორში გაიმართა. დებატების თემა სოციალური პოლიტიკა დევნილებთან მიმართებაში, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა იყო.