"ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც მოეწონა ან გაუხარდა ის, რაც ხდებოდა ციხეში"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც მოეწონა ან გაუხარდა ის, რაც ხდებოდა ციხეში".

ამის შესახებ ბარამიძემ გორში, პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"სწორედ ასეთი ფრომატი ჩვენი შიდა დიალოგისა, თუმცა ეს ტელევიზიით გადაიცემა და პრესა ესწრება, არის ყველაზე სწორი მეთოდი იმისათვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორც ჩვენს წარმატებებზე, ასევე ვილაპარაკოთ ჩვენს შეცდომებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენს გვერდით მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც მოეწონა ან გაუხარდა ის, რაც ხდებოდა ციხეში. ჩვენ ვართ ყველაზე მეტად აღშფოთებულები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ციხეში; ჩვენ ვართ ყველაზე მეტად აღშფოთებულები იმ ფირების გადაღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბარამიძემ.