შოთა მალაშხია პოლიტიკიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე წავა

შოთა მალაშხია პოლიტიკიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე წავა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია პოლიტიკიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე წავა.

ამის შესახებ მალაშხიამ გორში, პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"მე პოლიტიკაში იმიტომ ვარ, რომ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხების პრობლემა. ეს პოლიტიკა დღეს არის ჩემი ცხოვრების წესი. როდესაც იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი და იმას, რასაც ყველანი ერთად ვაკეთებთ, მივიყვანთ ბოლომდე, ამ დროს ჩემთვის ეს ცხოვრების წესი დამთავრდება და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით შემიძლია, ვიმუშაო. როგორც გაირკვა, პროფესიები მომემატა ამ მოღვაწეობის დროს. შემიძლია, დოკუმენტალისტად ვიმუშაო, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტად ან ისევ დავუბრუნდე ნევროპათოლოგობას. მე მინდა, ამ პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ თქვენთან ჩამოვიდე სამაჩაბლოში და დავისვენო და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, იმიტომ რომ, ეს აუცილებლად გვჭირდება", - განაცხადა მალაშხიამ.