"იავნანა" პაატა ბურჭულაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის კომენტირებას უარყოფს

ფონდი "იავნანა" პაატა ბურჭულაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის კომენტირებას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერეციას გამოეხმაურა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფონდში განმარტავენ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოში არ იმყოფება და მას განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია.