რუსთავში

რუსთავში "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა

რუსთავში "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - გუბაზ სანიკიძე, ანი მიროტაძე, სოსო ვახტანგაშვილი, თემურ მაისურაძე, გია ხეჩინაშვილი და კახა შარტავა ესწრებოდნენ. კონფერენციაზე, რომელშიც 270 დელეგატი მონაწილეობდა, "ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნოდარ ყურაშვილი აირჩიეს.

როგორც პარლამენტარმა ანი მიროტაძემ განაცხადა, "ეროვნულმა ფორუმმა" უკვე დააფუძნა ორგანიზაციები სიღნაღსა და ხაშურში. მომავალ კვირას კი ბათუმის ორგანიზაციას დააფუძნებენ. "ჩვენ ოქტომბერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, ამისათვის კი საჭიროა სერიოზული მზადება და "ეროვნული ფორუმი" აქტიურად მუშაობს", _ განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ანი მიროტაძემ.