ჭორვილაში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი დანით დაჭრა

ჭორვილაში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი დანით დაჭრა

საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით სამი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ჭიათურის რაიონული სამმართველოსა და საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1990 წელს დაბადებული, ვალერი ჩ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, სოფელ ჭალაში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებათ. სამივე მათგანი საჩხერის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 19-109-ე მუხლი).