კრიშტიანუ რონალდუ თბილისის

კრიშტიანუ რონალდუ თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს დაესწრება

მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს დაესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსმა, გიგა გვენცაძემ განუცხადა. სხვა დეტალები აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

თბილისის "დინამო" და მოსკოვის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრას, "დინამო არენაზე" დღეს, 20:00 საათზე გამართავენ. მანამდე კი ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზა ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც ანდრეი შევჩენკოც დაესწრება.