მეუფე იაკობი - ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეცვლის ღმერთს, წმინდა წერილს და ეკლესიის სწავლებას

მეუფე იაკობი - ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეცვლის ღმერთს, წმინდა წერილს და ეკლესიის სწავლებას

ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეცვლის ღმერთს, წმინდა წერილს და ეკლესიის სწავლებას, _ ამის შესახებ, სამების საპატრიარქო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სასულიერო პირები ვალდებულნი არიან სწორი გზა აჩვენონ ადამიანებს და თუ ერს ცუდი რამ შეეპარა, მას აარიდონ.

"ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეცვლის ღმერთს, წმინდა წერილს და ეკლესიის სწავლებას. დედაეკლესია ყოველთვის იქნება ზნეობრიობის სადარაჯოზე, როცა ადამიანი სცოდავს მას უნდა მიუთითო, რათაAგანიკურნოს. განკურნება კი ხდება მხოლოდ სინანულით. საქართველოშიც აქამდე ხშირად ცდილობდნენ ტრადიციები შეეცვალთ და ვერ შეძლეს. იმედია ვერც მომავალში შეძლებენ და საქართველო კვლავ იქნება ოაზისი ღვთისთვის. იმედია მივეცემით სინანულს და უფალი აუცილებლად დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და იმ ყველაფერს, რაც საქართველომ დამპყრობლების ძალით დაკარგა. სადაც არ ინანიებენ, იქ არის ძალადობა", _ ბრძანა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობის დღე მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.