თბილისის

თბილისის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება

თბილისის "დინამო" 7 ივლისს, ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, ორი დედაქალაქური გუნდის დაპირისპირების ისტორია სათავეს შორეული 1936 წლიდან იღებს, მას შემდეგ თბილისის "დინამო" მოსკოვურ გუნდს 105 ოფიციალურ თამაშში დაუპირისპირდა.

აღნიშნულ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა 24 წლის წინ გაიმართა.

ბილეთის შეძენა პირველი ივლისიდან, მათ შორის ინტერნეტით, იყო შესაძლებელი და მისი ღირებულება 2 და 4 ლარს შეადგენს. 12 წლამდე ბავშვებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იქნება.