ეკონომიკური კოლაფსი? - ემუქრება თუ არა საქართველოს საბერძნეთიზაცია

ეკონომიკური კოლაფსი? - ემუქრება თუ არა საქართველოს საბერძნეთიზაცია

ფინანსთა მინისტრი არაპროფესიონალია და მას ეკონომიკაში და ფინანსებში არაფერი გაეგება - ასეთ განცხადებას აკეთებს პირველი რადიოს რადიოკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისის თქმით ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და თუ მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია და საქართველოში შესაძლოა ის განმეორდეს რაც საბერძნეთში მოხდა.

ვაშაძის განცხადებით კრიზისის მიზეზი მთვარობის არათანმიმდევრული პოლიტიკა და არაკომპეტენტურობაა. "პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბიუჯეტს 270 მილიონი დააკლდა და ეს მაშინ როცა მთვარობა სოცილუარ ხარჯებს ზრდის, კრიზისის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა, პრემიერის პოლიტიკური განცხადებებია წასვლა-არწასვლაზე, დაუსრულებელი მოლოდინი, ის შრომის კოდექსია რომლიც უკვე უმუშევრობის კოდექსია. აქციზზე გადასახადის ზრდა, დანაპირების არშესრულება, გადასახადების კლებაზე უარის თქმა, დიდ სამშენებლო და საინვესტიციო პოექტების გაჩერებამ უკვე გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი. ფინანსთან მინისტრი, რომელსაც არაფერი გაეგება ფინანსებში და ეკონომიკაში აცხადებს, რომ 365 ათასმა კომპანიამ ბიუჯეტში გადასახადი წინასწარ გადაიხადაო. ეს ხომ აბსურდია, ნეტა გვყავდეს 365 ათასი ისეთი კომპანია რომ წინასწარ გადასახადის გადახდა შეუძლია. გარდა ამისა ამ 365 ათას კომპანიაში, სულ მცირე თითოში ათი ადამიანი ხომ უნდა მუშაობდეს ანუ 3 მილიონ 500 ათასი ადამიანი უნდა მუშაობდეს. სად არის ეს ხალხი სად მუშაობს და თუ მუშაობს უმუშევრობა რატომ არის?" - აცხადებს ვაშაძე. მისივე თქმით ეკონომიკის მინიტრი, უფრო ლოგიკურ განცხადებებს აკეთებს.