ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების მორიგი ნაკადი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების მორიგი ნაკადი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების მორიგი ნაკადი ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, „სამშობლოში დაბრუნებული" სირიელები, გუდაუთაში, სასტუმროში განათავსეს. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილების რაოდენობა არ კონკრეტდება.

სირიელი ლტოლვილების თვითმფრინავი სოჭის აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. იქ მათ ახაზეთის ე.წ. მთავრობის წევრები დახვდდნენ.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ლტოლვილები გუდაუთაში მანამ იცხოვრებენ, ვიდრე მათთვის სახლები არ აშენდება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მაისიდან აფხაზეთში სირიიდან 200-მდე ადამიანია ჩასული. მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები.

აფხაზეთში სირიიდან ჩასული ადამიანები უარს აცხადებენ ლტოლვილის სტატუსის აღებაზე და აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.