ურეკში ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა სავარაუდოდ, უკვე დასრულდა

ურეკში ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა სავარაუდოდ, უკვე დასრულდა

პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა, სავარაუდოდ უკვე დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი ძირითადად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხს შეეხო. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ დავით ბარქაძემ შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის", როგორც ოპოზიციური ძალისთვის.

დახურულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი შეეხო საპრეზიდენტო არჩევნებსაც. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერს შორის შეხვედრაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ყოფილიყო.
მედიისთვის კომენტარები ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაკეთდება.