izvestia.ru – რუსული

izvestia.ru – რუსული "ვითიბი ბანკი" თბილისის "დინამოს" სპონსორი გახდება

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი "ვითიბი" თბილისის "დინამოს" სპონსორი გახდება, - ამის შესახებ რუსული გამოცემა izvestia.ru წერს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო სპონსორობის თაობაზე მოლაპარაკებების დეტალების შესახებ 7 ივლისს, თბილისში თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც "ვითიბი" ბანკის მმართველი პრეზიდენტის თანაშემწემ და მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილი ტიტოვმა განაცხადა, მათ აქვთ წინადადებები რამდენიმე სპორტული კლუბის სპონსორობის თაობაზე.

"უახლოესი პროექტი კი, რომელზეც ვმუშაობთ, თბილისის "დინამოს" მხარდაჭერა იქნება. ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და გარკვეული ისტორიული ტრადიციებიც არსებობს. საქართველოში საფეხბურთო გუნდის სპონსორობა სულ სხვა თანხასთან არის დაკავშირებული, ვიდრე - რუსეთში. ფეხბურთი ისეთი სფეროა, სადაც სპონსორობა ბრენდის ცნობადობის გაზრდის კუთხით შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს",-აცხადებს ტიტოვი.