„დამიჭერენ თუ არა, პირველხარისხოვანი არაა, მე მსურს, საზოგადოებას სიმართლე დავუმტკიცო“

„დამიჭერენ თუ არა, პირველხარისხოვანი არაა, მე მსურს, საზოგადოებას სიმართლე დავუმტკიცო“

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას აზრით, „დააკავებენ მას თუ არა, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, დილის ექვს საათზე ბიძინა ივანიშვილი რა ფეხზე გაიღვიძებს".

ამის შესახებ მან დღეს საღამოს ტელეგადაცემა „პოზიციაში" სტუმრობისას ისაუბრა.

„კი ბატონო, ბრალდებული მერი ვარ, მაგრამ დამაკავებენ თუ არა, არ ვიცი. აბა მე რა ვიცი, დილის ექვს საათზე მამალთან ერთად ბიძინა ივანიშვილი რა ფეხზე გაიღვიძებს?! თქვენ გგონიათ, მართლა კბილაშვილი იღებს გადაწყვეტილებას? თუმცა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის პრობლემური საკითხია ის სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის. მე თავი უნდა დავიცვა და საზოგადოებას ვანახო, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. დამიჭერენ თუ არა, – გულწრფელად ვამბობ, – ეს ჩემთვის პირველხარისხოვანი არ არის",– განაცხადა გიგი უგულავამ და პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყო.