უგულავა: ჩემზეც რომ იყოს კადრები, მაგრად გამიტყდება

უგულავა: ჩემზეც რომ იყოს კადრები, მაგრად გამიტყდება

შეკითხვაზე, რა რეაქცია ექნებოდა გიგი უგულავას, მასზეც რომ არსებობდეს ფარული კადრები, თბილისის მერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” ასე უპასუხა:

"რა რეაქცია მექნებოდა, მაგრად გამიტყდება, რომ გავიგებ ამ ამბავს, აბა, რა უნდა ვთქვა ახლა, გამიხარდება?”

უგულავას თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რა რაოდენობის თანხა უნდა გადაეხადათ, ან რა სახის დავალება უნდა მიეცათ იმ ადამიანებისთვის, ვინც წამებასა და კადრების გადაღებაში მონაწილეობდა:

“ასეთი რაღაცები არის საზიზღრობა, საშინელება და ასეთი რაღაცები უნდა იყოს მკაცრად დასჯილი, ამაზე ორი აზრი არ არის, ამას შეეწირება პოლიტიკოსი, ვისზე მივა თუ როგორ მივა. ამაზრზენია, ვინც ამას იღებს და დასახვრეტია, ვინც ამას სჩადის”, - განაცხადა უგულავამ. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება, ასეთი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდიოდეს.