„პრემიერმა საქართველოთი დაინტერესებულ სამ ბიზნესმენს უთხრა, „რატომ უნდა ჩადოთ ფული, ბევრი გაქვთ დასაკარგიო?!“

„პრემიერმა საქართველოთი დაინტერესებულ სამ ბიზნესმენს უთხრა, „რატომ უნდა ჩადოთ ფული, ბევრი გაქვთ დასაკარგიო?!“

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, „საქართველოთი დაინტერესებულ სამ ბიზნესმენს პრემიერ–მინისტრმა უთხრა, „რა გინდათ საქართველოში, რატომ უნდა ჩადოთ ფული, ბევრი გაქვთ დასაკარგიო?!". ამის შესახებ მან დღეს საღამოს ტელეგადაცემა „პოზიციაში" სტუმრობისას ისაუბრა.

„ჯოზეფ ქეისთან ურთიერთობა მქონდა ისე, როგორც დანარჩენ ბიზნესმენებთან. ბიზნესმენს დახმარება სჭირდება და ვთვლი, რომ ამ კუთხით ჩვენ სწორად ვმუშაობდით. დღევანდელი მთავრობის მიდგომა კი აბსოლუტურად განსხვავდება. სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბიზნესმენი ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოთი იყვნენ დაინტერესებულნი, პრემიერ–მინისტრს შეხვდნენ, მან კი უთხრა, „რა გინდათ საქართველოში, რატომ უნდა ჩადოთ ფული, ბევრი გაქვთ დასაკარგიო?!". ზუსტად ეს სიტყვები უთხრა, მაგრამ მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან ინტერესი საქართველოს მიმართ მაინც აქვთ",– განაცხადა გიგი უგულავამ.