მიხეილ სააკაშვილი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთი ხელის მოსმით დაკლეს, როგორც სააკაშვილის საყვარელი პირმშო

მიხეილ სააკაშვილი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთი ხელის მოსმით დაკლეს, როგორც სააკაშვილის საყვარელი პირმშო

ძალიან ვწუხვარ, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მოისპო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ქართველებს მიეცემოდათ საშუალება მაგისტრატურაში მსოფლიოს საუკეთესო უნვერსიტეტების კონსორციუმში ჩაებერებინათ, რომელიც იქნებოდა საქართველოში.

"ჩვენ გვეყოლებოდა სპეციალისტები, რომლებსაც გავზრდიდით აქ. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა აქ უფასოდ ისწავლიდა. ამერიკელები, როგორც წესი, ამას სხვას არ უკეთებენ. ჩვენ მათივე ფულით, გამონაკლისს გვიკეთებდნენ. ამერიკის შიგნით ეს იყო ძალიან არაპოპულარული პროექტი. ჩვენ დავარწმუნეთ სახელმწიფო მდივანი, სხვები, რომ საქართველომ დაიმსახურა. ეს პროექტი, რომელზეც ამდენი წელი ვიმუშავეთ, 100 მილიონ დოლარზე მეტიც მოჰქონდა ამერიკას, ჩვენც დავხარჯეთ ამდენი ფული, რომ გაგვეკეთებინა, ერთი ხელის მოსმით დაკლეს, როგორც სააკაშვილის საყვარელი პირმშო, იმის მაგივრად, დაფიქრებულიყვნენ, რა იყო ეს საქართველოსთვის. ერთმანეთს ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ და ერთად უნდა ვაკეთოთ ეროვნული საქმე",-განაცხადა სააკაშვილმა.